|
2023-11-20 09:46:10, 522 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ადამიანებმა, რომლებიც ბლოკავდნენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, გააცნობიერეს, რომ მათთვის აღარ იქნებოდა მომგებიანი სტატუსის დაბლოკვა
პირველივე დღეებიდან ნათელი გახდა, რომ ოპოზიცია და მათი ლობისტები, ამ საკითხს განიხილავდნენ როგორც ინსტრუმენტს არა ევროკავშირთან საქართველოს დასაახლოებლად, არამედ საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თემაზე საუბრისას ტელეკომპანია POS TV-ის გადაცემაში "კვირის პოსტი" განაცხადა. მისი თქმით, "ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორის ნაწილმა რევოლუციის მოწყობა სცადა, რასაც კონკრეტული ევროპარლამენტარებიც უჭერდნენ მხარს, თუმცა, მათ საბოლოო მიზანს ვერ მიაღწიეს". "მაშინ მოეწყო ცნობილი ბაკურიანის შეკრება, სწორედ კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას დაუკავშირეს მათ რევოლუციური გეგმები, რაც მათ სცადეს კიდეც. გახსოვთ, ივნისში, რადიკალურმა ოპოზიციამ "ენჯეოებთან" ერთად სცადა რევოლუციის მოწყობა, ოდიოზური ევროპარლამენტარები პირდაპირ მხარს უჭერდნენ რევოლუციურ გეგმას, ერთვებოდნენ ხოლმე შესაბამის მიტინგებზე", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე განმარტებით, "ქვეყანაში და მის გარშემო მომხდარი ცვლილებების გამო, იმ ადამიანებმა, რომლებიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ბლოკავდნენ, გააცნობიერეს, რომ ეს ნაბიჯი მომგებიანი აღარ იქნებოდა". "მათ ჰქონდათ ივნისისთვის გამზადებული რევოლუციური გეგმა, ასევე ამ წლის ბოლოსთვისაც ჰქონდათ გამზადებული რევოლუციური გეგმა, თუმცა, ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში, ბევრი რამ შეიცვალა ჩვენი ქვეყნის გარშემო და ასეთ ვითარებაში, იმ ადამიანებმა, რომლებიც ბლოკავდნენ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, გააცნობიერეს, რომ მათთვის ახლა აღარ იქნებოდა მომგებიანი სტატუსის დაბლოკვა ჩვენი ქვეყნისთვის. საბოლოოდ, არ გამოუვიდათ იმ შედეგის მიღწევა, რომელიც მათი მხრიდან იყო დასახული, თორემ, რა თქმა უნდა, თითოეული ეს ნაბიჯი გათვლილი იყო იმაზე, რომ ბოლოს არ უნდა მოგვნიჭებოდა კანდიდატის სტატუსი და ამის საფუძველზე უნდა შემდგარიყო რევოლუცია", - განაცხადა კობახიძემ.
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)