|
2023-11-16 18:57:37, 1018 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის უსაფრთხოების სამსახური - იერუსალიმთან საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მომხდარი თავდასხმის უკან „ჰამასი“ დგას
იერუსალიმთან საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მომხდარი თავდასხმის უკან „ჰამასი“ დგას. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, სამივე თავდამსხმელი ქალაქ ჰებრონიდან იყო, რომელთაგანაც 2 უკვე იდენტიფიცირებულია, რაც შეეხება მესამე თავდასხმელს, ისრაელის უსაფრთხოების სამსახურს მისი იდენტიფიცირება ჯერ არ დაუსრულებია. „26 წლის აბედ ელ-ხადერ კავასმე ქალაქ ჰებრონიდანაა. მამამისი, აბდალა კავასმა ჰებრონში „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ხელმძღვანელი იყო და ის 2003 წელს მოკლეს. კიდევ ერთი თავდამსხმელი 28 წლის ჰასან მამუნ ქაფიშაა, მისი ბიძა, ასევე „ჰამასის“ წევრი, 2011 წელს თურქეთს გადასცეს“, - აცხადებენ უწყებაში. ცნობისთვის, იერუსალიმის მახლობლად მდებარე საგუშაგოზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)