14:48 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-16 11:42:39, 1625 ნახვა

რეგიონი
ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მახუნცეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ტრენინგი გაიმართა

16 ნოემბერი "ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა". ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის" ფარგლებში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მახუნცეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ტრენინგი გაიმართა, რომელსაც დაბა ქედის საჯარო სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე დათუნა ბერიძე უძღვებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, შეხვედრის მიზანია, მოზარდებში ტოლერანტული დამოკიდებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, განსხვავებული აზრის, კულტურის, სამყაროს ხედვის აღიარება, რომ ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაგრამ თანასწორნი არიან.

"შეხვედრა ახალგაზრდებისთვის საინტერესოდ წარიმართა. ისინი უშუალოდ ჩაერთნენ დისკუსიებში, დააფიქსირეს საკუთარი შეხედულებები თემის ირგვლივ, განიხილეს ფილმები და მაგალითები.

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე განმარტებას ითხოვს
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics