14:48 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 19:21:31, 2119 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სამუშაო თათბირი გამართა

აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სამუშაო თათბირი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობასა და 2024 წელს განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.

"აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტი 14,9 მლნ. ლარით გაიზარდა და 132 მლნ. ლარი შეადგინა.

განხორციელდება ახალი საგანმანათლებლო სივრცეების მშენებლობა, გაგრძელდება სტუდენტთა და პედაგოგთა მხარდამჭერი პროგრამები.

ასევე, იზრდება სახელმწიფო უმაღლესი დაწესებულებების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ბიუჯეტი, დაიწყება დამატებითი სასწავლო შენობებისა და სტუდენტთა საცხოვრებელი კამპუსების მშენებლობა. 1500 სტუდენტი დაფინანსდება სტუდენტთა დახმარების, საზღვარგარეთ სწავლების და სტაჟირების პროგრამით. საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ბიუჯეტი 37 მლნ ლარი იქნება, რომლის ფარგლებშიც 95 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება, მათ შორის ბათუმში 9 საჯარო სკოლის ძირითადი ან დამატებითი შენობა აშენდება.

სამუშაო შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ასევე აჭარის მთავრობის, სამინისტროს და საქვეუწყებო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე განმარტებას ითხოვს
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics