00:28 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 17:24:14, 601 ნახვა

საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი - 2024 წელს კულტურის და სპორტის დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 950 მლნ ლარი

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს კულტურისა და სპორტის დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 950 მლნ ლარი, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან კულტურის დაფინანსებაზე მიიმართება 202 მლნ ლარი, ხოლო სპორტის დაფინანსებაზე 328 მლნ ლარი, ასევე, მუნიციპალური ბიუჯეტებიდან კულტურის დაფინანსებაზე მიიმართება 205 მლნ ლარი, ხოლო სპორტის დაფინანსებაზე 215 მლნ ლარი. აღნიშნული ბიუჯეტის ფარგლებში, გათვალისწინებულია, მათ შორის:

  • კულტურის ორგანიზაციებში დასაქმებული პირების ხელფასების ზრდა 10%-ით;
  • კულტურის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსება  - 98 მლნ ლარით;
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემების დაფინანსება - 40 მლნ ლარით;
  • კულტურის ინფრასტრუქტურის დაფინანსება - 30 მლნ ლარით;
  • საბავშვო სპორტის დაფინანსებისა და კლუბების ხელშეწყობისათვის - 215 მლნ ლარი;
  • მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის დაფინანსებისათვის - 195 მლნ ლარი;
  • სპორტის ინფრასტრუქტურის დაფინანსებისათვის, მათ შორის, 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადის ინფრასტრუქტურისთვის - 80 მლნ ლარი (ოლიმპიადა 50 მლნ ლარი);
  • სპორტსმენთა ჯილდოებისა და სტიპენდიებისათვის გამოყოფილია 50 მლნ ლარი, მათ შორის, იზრდება სპორტსმენთა, მწვრთნელებისა და სამედიცინო პერსონალის სტიპენდიები, საშუალოდ 60%-ით.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics