02:09 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-14 13:50:51, 584 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - ქალაქის კონკრეტულ მოედნებზე, კონკრეტულ უბნებში გამოიყოფა შესაბამისი სივრცეები, სადაც ქართველების ნამუშევრები განთავსდება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან ერთად ავლაბრის მოედანზე, თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის მიერ განთავსებულ სკულპტურას გაეცნო. ადგილზე ასევე იმყოფებოდა ფონდის ხელმძღვანელი ლიკა ჭკუასელი.  

ნამუშევარი, სახელწოდებით „წინააღმდეგობა“ ბელგიაში მოღვაწე ქართველ ხელოვანს, დავით ნათიძეს ეკუთვნის. 

„რამდენიმე ხნის წინ თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი დავაფუძნეთ, რაც ხელს შეუწყობს ხელოვნების განვითარებას, ქართველი სკულპტორების ნამუშევრების განთავსებას ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე. აღნიშნული ფონდის მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ნიჭიერ ადამიანებს - მართლაც ბევრი გვყავს ასეთი, როგორც უფროსი თაობის წარმომადგენელი, ასევე, ახალგაზრდები. ავლაბარში დავით ნათიძის მიერ შექმნილი სკულპტურაა განთავსებული, რომელიც ძალიან მოუხდა აღნიშნულ სივრცეს. 

ქალაქის კონკრეტულ მოედნებზე, კონკრეტულ უბნებში გამოიყოფა შესაბამისი სივრცეები, სადაც ქართველების ნამუშევრები განთავსდება. გარდა ამისა, ვაპირებთ, რომ პარკებისთვის, იმ კონკრეტული პროექტებისთვის, რომელთა რეაბილიტაციასაც ვახორციელებთ, მუნიციპალიტეტმა მსგავსი ნამუშევრები შეიძინოს, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ამ ადამიანებს, მისცემს კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობას და სტიმულს. ჩვენი მხრიდან მათ ყოველთვის ექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დავით ნათიძის ნამუშევარმა გაიმარჯვა ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „საჯარო სივრცეში მუდმივი პროექტების ხელშეწყობა, თბილისი, ავლაბრის მოედანი“.

თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი (ააიპ) 2023 წელს თბილისის მერიამ დააფუძნა. მისი შექმნის მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სფეროს განვითარებას. კერძოდ, წაახალისოს საჯარო სივრცეებში თანამედროვე შემოქმედებითი ინტერაქციები; ხელი შეუწყოს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ხელმისაწვდომობას; მხარი დაუჭიროს თანამედროვე ქართველ ხელოვანებს მასშტაბური პროექტების განხორციელებაში; ასევე ხელი შეუწყოს ქალაქის კულტურული იერსახის განვითარებას. ამ ამოცანების შესასრულებლად ფონდი აცხადებს ღია კონკურსებს თანამედროვე ხელოვანებისთვის.

მიმდინარე წელს ფონდმა რამდენიმე მსგავსი პროექტი განახორციელა. 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics