16:36 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-14 13:33:48, 529 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - შეგიძლიათ ნახოთ IRI-ის, NDI-ის ძველი კვლევის მონაცემები და ყველა კვლევაში ოპოზიცია უსწრებდა მმართველ პარტიას, თუმცა, ყველა არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ

შეგიძლიათ ნახოთ IRI-ის, NDI-ის ძველი კვლევის მონაცემები და ყველა კვლევაში, ოპოზიცია უსწრებდა მმართველ პარტიას, თუმცა, საბოლოო ჯამში გახსოვთ, როგორი იყო არჩევნების შედეგები: ყველა არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, "როდესაც არჩევნების შედეგების პროგნოზირებას ვერასდროს ახერხებ და მაინც გაქვს სოციოლოგიური კვლევის ჩატარების ამბიცია, ეს პრობლემაა, რაზეც მმართველი გუნდი ღიად ესაუბრება როგორც NDI-ის, ისე IRI-ის წარმომადგენლებს". 

"როდესაც ვერც ერთხელ ახერხებ, არჩევნების შედეგების პროგნოზირებას და მაინც გაქვს ამბიცია, რომ ჩაატარო სოციოლოგიური კვლევები, ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა. ჩვენ ამაზე ღიად ვესაუბრებით როგორც NDI-ის ისე IRI-ის წარმომადგენლებს. ასევე როდესაც ვერ ახერხებ მონაცემების შეწონვას, ე.წ. ალოკაციას, ესეც მეტყველებს იმაზე, რომ აქ მინიმუმ, პროფესიონალიზმთან არის პრობლემა. შეწონვა ნებისმიერ კვლევით ორგანიზაციას შეუძლია, შეგიძლია ნებისმიერი მონაცემი 100 პროცენტზე დააჯამო, რასაც პრინციპულად არასდროს აკეთებს ის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც IRI-სთან მუშაობს, იმიტომ, რომ ეს ორგანიზაცია პირდაპირ „ნაცმოძრაობასთან“ არის დაკავშირებული, იმასაც გაყალბებულს დებს, რასაც აქვეყნებს და პლუს შეწონვა არაფრით არ აწყობს, ეს არის რეალურად სურათი", - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics