|
2023-11-14 11:28:34, 1115 ნახვა
ეკონომიკა
გაიცანით ბაზისბანკის და CSRDG-ის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული სოციალური საწარმო და ფეხსაცმლის ახალი ქართული ბრენდი Make Help Fasionable
ბაზისბანკსა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს (CSRDG) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული სოციალური საწარმო "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების კავშირი“, ბაზისბანკისგან როგორც ფინანსურ, ისე ტექნიკურ დახმარებას მიიღებს. ააიპ "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების კავშირი" 2002 წელს დაარსდა შშმ პირთა ფეხსაცმლის საწარმოს ბაზაზე და აქტიურად არის ჩართული მეწარმეობის განვითარებისა და შშმ პირთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით. ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში გადამზადდა და დასაქმდა არაერთი შშმ პირი, გარემონტდა და საჭირო ინვენტარითა და დანადგარებით აღიჭურვა საწარმო, შეიქმნა ქართული ფეხსაცმლის ახალი ბრენდი MHF (Make Help Fasionable), რომლის მიზანიც ქართულ ბაზარზე შშმ პირთა პროდუქციის დამკვიდრებაა. ბანკის თანამშრომლები თემატურ და მათ საჭიროებებზე მორგებულ ექსპერტულ მხარდაჭერას გაუწევენ სოციალურ საწარმოს. პირველ ეტაპზე, ბაზისბანკის მარკეტინგის დეპატრამენტის თანამშრომლებმა, საწარმოს წარმომადგენლებს ჩაუტარეს ტრენინგი გაყიდვებსა და სოციალური მედიის მართვაში, რაც მათ კიდევ უფრო მეტი მომხმარებლის მოზიდვაში, ცნობადობისა და შემოსავლების გაზრდაში დაეხმარება. სამომავლოდ იგეგმება ბანკის ექსპერტების დახმარება ბიზნეს-გეგმების შედგენაში, მონიტორინგსა და საზოგადოებასთან ურთიერთობაში. ბაზისბანკის, როგორც სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი ბანკის, ფინანსური და ტექნიკური კონტრიბუციით ხელი შეეწყობა საწარმოს განვითარებას, წარმოების გაფართოებას და შესაბამისად, შშმ პირთა სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფასა და მათ ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას საზოგადოებაში. გაიცანით ფეხსაცმლის ახალი ქართული ბრენდი Make Help Fasionable.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)