|
2023-11-14 11:16:37, 760 ნახვა
პოლიტიკა
მედია - ნოემბრიდან Georgian Airways თბილისიდან მაჰაჩყალაში ფრენებს იწყებს
ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისი-მაჰაჩყალა-თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს. მედიის ცნობით, აეროპორტის განრიგის მიხედვით, ფრენები 23 ნოემბრიდან დაიწყება და კვირაში 3-ჯერ შესრულდება. მათივე ცნობით, აღნიშნული მიმართულებების გარდა, ავიაკომპანია ფრენებს თბილისსა და სანკტ-პეტერბურგს შორის 10 დეკემბრიდან, ხოლო ბათუმსა და მოსკოვს შორის 12 დეკემბრიდან იწყებს. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გამოაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას გულისხმობდა. პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირდაპირი რეისების განსახორციელებლად პირველი ნებართვა რუსულ ავიაკომპანია Azimuth Airlines-ზე გასცა. რაც შეეხება Georgian Airways-ს, ავიაკომპანიამ თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებისთვის ნებართვა 16 მაისს მიიღო. აღნიშნულის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-სა და მის დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილს სანქციები დაუწესა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)