|
2023-11-09 17:37:35, 1311 ნახვა
რეგიონი
მიმდინარე წელს ქედაში, სამი სპორტული მოედანი მოეწყო
დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძესთან, პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან, საკრებულოს წევრ ლევან ვერძაძესთან და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან რეზო ვარშანიძესთან ერთად მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ზუნდაგაში დასრულებული მინი სპორტული მოედანი დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. როგორც ქედის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს, მოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. "მერმა ყველაზე პატარა ფეხბურთელი დემეტრე ვარშანიძე გაახარა და დაპირებული ფეხბურთის ბურთი აჩუქა, რომელიც სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების დროს შეჰპირდა. მინი სპორტული მოედნის პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ღობეს, მოეწყო ხელოვნური საფარი და დამონტაჟდა განათება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინი სპორტული მოედანი განკუთვნილია, როგორც ფეხბურთის ასევე, კალათბურთის და ფრენბურთის სათამაშოდ. ბიუჯეტიდან 103 939 ლარია დაიხარჯა. მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გოგიაშვილებში და სოფელ ხარაულის ცენტრში მდებარე მინი სპორტულ მოედნებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 234 433 ლარი დაიხარჯა. ქედაში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მომდევნო წელსაც გაგრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)