14:25 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-08 17:38:33, 540 ნახვა

საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

"მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები.

ფინანსთა მინისტრმა რობინ დანიგანს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

საუბარი შეეხო ფინანსთა სამინისტროს ფისკალური სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაწეულ მხარდაჭერას.

ასევე, მინისტრმა ელჩს გააცნო საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მიერ გადადგმული ნაბიჯები, არსებული პროცესები და ამ მიმართულებით პარტნიორებთან კოორდინაციის მექანიზმები.

ელჩის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიზნით შემუშავებული მექანიზმები და არსებული თანამშრომლობა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics