14:25 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-06 19:29:26, 1838 ნახვა

საზოგადოება
სუს-ი - კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

გარდა ამისა, უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

"2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე. 

მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics