|
2023-11-02 13:40:15, 809 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - უზრდელები უნდა მოვიკითხოთ პარტიაში, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჰქვია, ქალიან-კაციანად უზრდელობენ
უზრდელები უნდა მოვიკითხოთ იმ პარტიაში, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, სავსეა უზრდელებით ეს პოლიტიკური პარტია, ქალიან-კაციანად უზრდელობენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, კაცი დეპუტატები ოპოზიციიდან ქალ დეპუტატებს "იფარებენ". "განსაკუთრებით სამწუხარო არის ის, რომ ამ ყველაფერში, პარლამენტის შიგნით, განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავდა ნაკლებ აგრესიას, თუმცა პირიქით ხდება. კაცი ოპოზიციონერები ხმას არ იღებენ, ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები საუბრობენ. მეტიც, კაცი დეპუტატები ოპოზიციიდან იფარებენ ქალ დეპუტატებს. ორივე სუსტია. კაცები რომ ჩუმად არიან, ეს მათი სისუსტეა და ქალები რომ უზრდელობენ, ეს მათი სისუსტეა. როცა აქუბარდია, სამნიძე და სხვები უზრდელობენ, ესეც მათი სისუსტის გამოვლინებაა. უზრდელობა არის სისუსტის გამოხატულება და პლუს ამას ბოდიშს როცა არ იხდი, ესეც სისუსტის გამოხატულებაა. უზრდელები უნდა მოვიკითხოთ იმ პარტიაში, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, სავსეა უზრდელებით ეს პოლიტიკური პარტია, ქალიან-კაციანად უზრდელობენ", - განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, ოპოზიციონერ დეპუტატებს ბოდიში ბევრ რამეზე აქვთ მოსახდელი, თუმცა "ამის გასაკეთებლად ღირსება არ ყოფნით". „ირაკლი ბერაიას გადადგომის მოთხოვნა არის აბსოლუტურად არასერიოზული. მან გამოხატა სინანული იმ განცხადების გამო, რომელიც გააკეთა. ახლა არის ოპოზიციონერი დეპუტატების ჯერი, მათ უმრავლესობის წევრებისთვის ბევრ რამეზე აქვთ ბოდიში მოსახდელი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მათ ღირსება არ ეყოფათ ბოდიშის მოსახდელად. უბრალოდ არ აქვთ ღირსება, რომ ბოდიში მოიხადონ იმ უზრდელური, შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის, რომლებსაც ჩვენი ოპოზიციონერები, სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, თეონა აქუბარდიათი დამთავრებული აკეთებდნენ. ღირსება არ აქვთ და ამ განცხადებებისთვის ვერ მოიხდიან ბოდიშს. წარმოიდგინეთ, პრეზიდენტი უზრდელობს. როგორ შეიძლება პრეზიდენტმა იუზრდელოს?! პარლამენტის ქალი დეპუტატები უზრდელობენ... ზოგადად, პარლამენტს არ შეშვენის არც შეურაცხმყოფელი განცხადებები, არც ამ მასშტაბის აგრესია და ა.შ. ესეც ძალიან სამწუხაროა. შეიძლება თითოეულ ჩვენგანს ჰქონდეს გარკვეული წვლილი ამაში შეტანილი, რაც ძალიან ცუდია“, - დასძინა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებმა, ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს, ანა წითლიძესა და თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნულის შემდეგ, ბერაიამ აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)