|
2023-11-02 11:33:28, 1547 ნახვა
რეგიონი
კასპის მერი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველ მოადგილესთან, დავით ქისიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, შოთა ბეგლარაშვილთან ერთად, კასპში, რუსთაველისა და ლესელიძის ქუჩების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, მუნიციპალიტეტის მერია 7 წელია, მრავალსართულიანი ბინების ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე 12 სახის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აფინანსებს. "სამუშაოებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიების დახმარებით ახორციელებენ. პროექტის ფარგლებში ფინანსდება: შიდა სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის გაყვანილობა; შენობის ფასადებისა და სახურავების შეკეთება; სადარბაზოების შესასვლელში პანდუსების მონტაჟი; სადარბაზოების კარების დამზადება და მონტაჟი; მრავალბინიანი შენობის კაპიტალური გამაგრება და სხვა. მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარის დაფინანსება გამოიყო, თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე მერიამ აღნიშნული თანხა დამატებით 50 0000 ლარით გაზარდა. წელს 9 მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის ამხანაგობების მოთხოვნა შემოვიდა მერიაში. მათგან არის დასრულებული და მიმდინარე სამუშაოები, ასევე, გამოცხადებულია 2 ტენდერი. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიზანია, მოსახლეობის ჩართულობით, ხელი შეუწყოს მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ასევე ჩამოაყალიბონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები",- ნათქვამია კასპის მერიის ინფორმაციაში.
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)