11:29 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-02 09:28:35, 797 ნახვა

მსოფლიო
არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინაში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს იყრის

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აპირებს, რომ უკრაინაში მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭი იყაროს. ამის შესახებ ალექსეი არესტოვიჩმა გამოცემა Interfax-თან საუბრისას განაცხადა.

შეკითხვას, აპირებთ თუ არა მონაწილეობას უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუ ის ჩატარდება, არესტოვიჩმა უპასუხა: "დიახ, მე ვიყრი კენჭს".

გარდა ამისა, არესტოვიჩმა დაადასტურა, რომ წინადადებები უკრაინაში პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამხედრო და სხვა რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც მან ოთხშაბათს სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა, მისი საარჩევნო პროგრამიდანაა.

"სპეციალისტები დაასრულებენ, დისკუსიის დასაწყებად გამოვაქვეყნე. წინააღმდეგობები, მოსაზრებები, რჩევები, კრიტიკა მისასალმებელია", - განაცხადა არესტოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის თანამდებობა 2023 წლის იანვარში დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics