|
2023-10-31 17:20:22, 1584 ნახვა
რეგიონი
მთიან აჭარას ახალი ტურისტული მარშრუტი და საპიკნიკე ზონა შეემატა
მთიან აჭარას კიდევ ერთი საპიკნიკე სივრცე და ტურისტული მარშრუტი შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე მდებარე საპიკნინე ზონა ღომას მთაზე მდებარეობს, სადაც ფანჩატური, საცეცხლური, საქანელები და ფოტოსტენდებია მოწყობილი. "საპიკნიკე ზონა მერისი-ღომას მთის ახალ ტურისტულ მარშრუტზეა განთავსებული. ახალ სივრცეში მოგზაურებს დასვენება, ულამაზესი პანორამული ხედების ნახვა და პიკნიკის მოწყობა შეუძლიათ. ზაფხულობით ღომას იაილებზე ადგილობრივთა საოჯახო სასტუმრო სახლებში განთავსება და კვებაცაა შესაძლებელი. ღომას მთის საპიკნიკე ინფრასტრუქტურა იმ 10-მდე საპიკნიკე სივრცეს შორისაა, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მთიან აჭარაში მოაწყო. ახალი საპიკნიკე სივრცე და ტურისტული მარშრუტი პირველი გიდებმა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა დალაშქრეს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს, შუახევისა და ქედიის მერიის მენეჯმენტთან ერთად მათ ტერიტორიაზე მარადმწვანე მცენარეები დარგეს. ახალი ტურისტული მარშრუტის გავლისას, რომელიც ქედასა და შუახევს ერთმანეთან აკავშირებს, ტურის მონაწილეებმა ღომას მთიდან სოფელ ნამონასტრევის ულამაზესი ტყის გავლით, მერისში გადაინაცვლეს, სოფელ ოქროპილაურსა და ღომას მთაზე კი ახალი კოტეჯები და ღვინის მარანი მოინახულეს. მთიან აჭარაში ამ ეტაპზე, 25-ზე მეტი ტურისტული მარშრუტია მარკირებული, რომელთა ნახვაც მსურველებს https://visitajara.com -ზე შეუძლიათ",- ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაციაში.
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)