16:22 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-25 12:35:35, 767 ნახვა

მსოფლიო
მეცოლა გამოდის ინიციატივით, რომ უკრაინა-მოლდოვას კანონმდებლები ასამბლეას დამკვირვებელ წევრებად შეუერთდნენ

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა გამოდის ინიციატივით, რომ უკრაინელი და მოლდოველი კანონმდებლები ასამბლეას შეუერთდნენ, როგორც დამკვირვებელი წევრები იქამდე, სანამ ორი ქვეყანა ევროკავშირში ოფიციალურ გაწევრიანებას ელოდება. აღნიშნულის შესახებ რობერტა მეცოლამ POLITICO-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მეცოლას თქმით, თუ ქვეყანა ევროპისკენ პოლიტიკურად იხედება, მაშინ ევროპამ "კარები ფართოდ უნდა გააღოს".

"არ დავუშვათ შეცდომა: თუ ქვეყანა პოლიტიკურად ევროპისკენ იყურება, მაშინ ევროპამ კარები ფართოდ უნდა გააღოს. [...] ჩვენ შეგვიძლია, კიდევ უფრო შორს წავიდეთ, ამ პარლამენტში დამკვირვებელი წევრები გვყავდეს, ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება დეკემბერში", - განაცხადა მეცოლამ.

ამასთან, როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აღნიშნა, აღნიშნულ საკითხზე ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან ისაუბრებს და განიხილავს იგივე შეთავაზებას დასავლეთ ბალკანეთის ექვსი კანდიდატი ქვეყნისთვის, რომლებიც ასევე ელოდებიან ევროკავშირში გაწევრიანებას.

აღსანიშნავია, რომ დამკვირვებლის სტატუსი ნიშნავს, რომ დეპუტატები არ მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში და იქნებიან ევროპარლამენტში დანიშნული და არა არჩეული წევრები. თუმცა, მოქმედი წესების მიხედვით, ქვეყნები ევროპარლამენტის საქმიანობაში წარმომადგენლობას მხოლოდ ევროკავშირში ოფიციალურად გაწევრიანების შემდეგ იღებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics