23:04 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-20 17:43:11, 1441 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი ნიკოლაივში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიკოლაივში ჩავიდა, სადაც ნიკოლაევის რეგიონის გუბერნატორს, ვიტალი კიმს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ზელენსკის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. გარდა ამისა, ზელენსკიმ ნიკოლაევში ვიზიტის დროს სამხედრო ჰოსპიტალიც მოინახულა, სადაც დაჭრილი ჯარისკაცები მკურნალობენ.

"კერძოდ, პრეზიდენტს მიეწოდა ინფორმაცია დეოკუპირებულ დასახლებებში წყლისა და გაზმომარაგების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ, ასევე ზოგადად გათბობის სეზონისთვის მზადების შესახებ.

ოდესის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურმა, ანდრეი გნატოვმა ისაუბრა შავ ზღვაში უსაფრთხოების ვითარებაზე.

რეგიონის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა პრეზიდენტს ნიკოლაივის ოლქის ტერიტორიაზე არსებული ოპერატიული და კრიმინოგენური ვითარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია", - აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics