06:14 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 17:40:29, 1083 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე PostEurop-ის 2023 წლის გენერალურ ასამბლეასა და ბიზნეს ფორუმს დაესწრო

„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე PostEurop-ის 2023 წლის გენერალურ ასამბლეასა და ბიზნეს ფორუმს დაესწრო, რომელიც გაიმართა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში.

„საქართველოს ფოსტის“ ცნობით, მიმდინარე წელს, PostEurop დაარსებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავს.

„PostEurop-ის პლენარულ სხდომასა და 30 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებას სლოვაკეთისა და ჩეხეთის ფოსტები მასპინძლობდნენ. 

პლენარულ სხდომაში 46 ქვეყნის საფოსტო ოპერატორების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა, სადაც სხვა მიმდინარე თემებთან ერთად, საფოსტო პოლიტიკის განმსაზღვრელი საკითხები განიხილეს. 

პლენარულ სხდომამდე შედგა „ევროპის განვრცობისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების“  კომიტეტის სხდომა, სადაც „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე თანათავმჯდომარის პოზიციას იკავებს. აღნიშნულ სხდომაზე „საქართველოს ფოსტა“ ინდუსტრიის ახალ მიმართულებებზე სამუშაო ჯგუფს (Emerging Industry Trends Working Group) ოფიციალურად შეუერთდა.

აღსანიშნავია, რომ, 2023 წელს PostEurop-ის ყველა წევრმა საფოსტო ოპერატორმა, ერთგვაროვანი დიზაინით გამოსცა მარკა, შინაარსით „მშვიდობა - კაცობრიობის უმაღლესი ღირებულება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics