|
2023-10-18 12:35:57, 981 ნახვა
რეგიონი
ტელემედიცინისა და ტელემეთვალყურეობის სერვისების დანერგვის ინიციატივის ფარგლებში, მეან-გინეკოლოგებთან შეხვედრა გაიმართა
ტელემედიცინისა და ტელემეთვალყურეობის სერვისების დანერგვის ინიციატივის ფარგლებში, მეან-გინეკოლოგებთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე და პროგრამის კოორდინატორები ესწრებოდნენ. "მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული სერვისების შესახებ, როგორიცაა ანტენატალური მეთვალყურეობისა და ოჯახის დაგეგმვის მიმართულება, ჯანმრთელობის მომსახურებების დისტანციურად მიწოდების ინოვაციური მიდგომა - ტელემედიცინისა და ტელემეთვალყურეობის სერვისების დანერგვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. საპილოტე პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია:
პროგრამა ერთობლივად ხორციელდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს მოსახლეობის ფონდის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის მიერ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით",- ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)