06:15 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-16 16:15:19, 970 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - სებ-ის რეზერვები ისევ რეკორდულად მაღალ დონეზეა

სექტემბრის საქონლით ვაჭრობის მაჩვენებლები მოლოდინების შესაბამისია. დეტალური სტატისტიკა მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება, თუმცა, როგორც ჩანს, მიზეზები წინა თვის ანალოგიური იყო. ამასთან, შედარებით ნაკლები ადგილობრივი დამატებული ღირებულების გათვალისწინებით, ავტომობილების რეექსპორტის დინამიკა საყურადღებო იქნება.

მაშინ, როდესაც ისრაელში განვითარებული მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენის გამოვლენისათვის თავისთავად მეტი დროა საჭირო, 13 ოქტომბრის მონაცემებით, "თიბისის" არხებით განხორციელებულ საბარათე ხარჯებსა და გზავნილებში ნეგატიური ტენდენცია ჯერჯერობით არ იკვეთება. ამ საკითხზე უფრო დეტალური მიმოხილვა "თიბისი" კაპიტალის მომდევნო პუბლიკაციებში იქნება ხელმისაწვდომი.

ასევე საყურადღებოა, რომ გასულ პერიოდში სებ-ის მიერ აშშ დოლარის გაყიდვის მიმართულებით განხორციელებული ინტერვენციების გათვალისწინებითაც, როგორც მთლიანი, ისე წმინდა საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ისევ მაღალ დონეზეა. წმინდა რეზერვების მაჩვენებელი ბოლო დაახლოებით წელიწადნახევრის პერიოდში გაორმაგებულია.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics