02:09 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-13 16:32:29, 785 ნახვა

მსოფლიო
ლოიდ ოსტინი - ის რაც ახლა ისრაელში ხდება, ISIS-ის ქმედებებზე მეტად სასტიკი და შემაძრწუნებელია

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი დღეს ისრაელში ჩავიდა. იგი უკვე შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს.

ლოიდ ოსტინმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ  "ჰამასის" ქმედებები გაცილებით სასტიკი და შემაძრწუნებელია, ვიდრე ISIS-ის.

ოსტინმა დასძინა, რომ აშშ ისრაელს სრულ მხარდაჭერას უცხადებს, ხოლო "ასეთ ვითარებაში არ არის ნეიტრალურობის დრო" და საჭიროა, დაიგმოს "ჰამასის" სასტიკი ტერორისტული მოქმედებები.

"ვისაც ამ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება სურს, უნდა დაგმოს და იზოლაციაში მოაქციოს "ჰამასი". ეს ტერორისტული დაჯგუფება პალესტინელი ხალხის სახელით არ საუბრობს, არც მათ ღირსებაზე, უსაფრთხოებასა და სახელმწიფოებრიობაზე ზრუნავს", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics