13:41 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-13 15:38:26, 841 ნახვა

პოლიტიკა
„ქართველი ხალხი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს“ - ზურაბიშვილი მეიცადს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ისრაელის ელჩს საქართველოში, ჰადას მეიცადს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა და ჰადას მეიცადმა ისრაელში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

"საქართველოს პრეზიდენტმა ღრმა შეშფოთება და მწუხარება გამოთქვა და ქართველი ხალხის სახელით ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა ისრაელის სახელმწიფოსა და მისი ხალხის მიმართ.

საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის ელჩს სამძიმრის წერილი გადასცა, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს გაუგზავნა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პრეზიდენტი შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ისრაელს და მის ხალხთან ერთად დგას.

"ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით მსურს, შეშფოთება და მწუხარება გამოვხატო ისრაელის სახელმწიფოში განვითარებული მოვლენების გამო.

ამ რთულ დროს ქართველი ხალხი მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ისრაელს და მის ხალხთან ერთად დგას!",- წერს ზურაბიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics