|
2023-10-11 18:12:09, 1148 ნახვა
რეგიონი
საერთაშორისო კამპანიის ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში, აჭარის რეგიონში სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება
საერთაშორისო კამპანიის ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში, აჭარის რეგიონში სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე ძუძუს კიბოს სკრინინგის მიმდინარეობას მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ - “მედცენტრში“ გაეცნო. დღეს სკრინინგით ხულოს მუნიციპალიტეტიდან 30-მდე ქალბატონმა ისარგებლა. მინისტრის მოადგილემ მათთან შეხვედრისას სკრინინგის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მიაწოდა ასევე ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამებზე, რომელთა სარგებლობა მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ. “აჭარა წელსაც შეუერთდა კამპანიას - ვარდისფერი ოქტომბერი, რომლის ფარგლებში მომდევნო ერთი თვის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება და ქალბატონების სკრინინგში ჩართვის ხელშეწყობა. ადრეული დიაგნოსტიკა ზრდის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას. ქვეყნის მასშტაბით მკერდის კიბოს სკრინინგი უფასოა და ვთხოვ ყველა ქალს დროულად ჩაიტაროს კვლევა, რათა თავიდან ავიცილოთ შემდეგი გართულებები”, - აღნიშნა მარი ზანაქიძემ. აჭარის მთავრობის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, აჭარის განათლების სამინისტროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, დაავადებათა კონტროლის, მუნიციპალიტეტების მერიებისა და პარტია ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ოქტომბრის თვის განმავლობაში სხვადასხვა დაწესებულებაში ჩატარდება საინფორმაციო კამპანია. სკრინინგში ჩაერთვებიან პედაგოგები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებული პირები. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქალებისათვის კიბოს სკრინინგის პროგრამა უფასოა შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში:
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის ფარგლებში:
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)