|
2023-10-11 12:28:41, 1351 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე თურქეთის მთავარ ომბუდსმენს, შერეფ მალკოჩს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე თურქეთის მთავარ ომბუდსმენს, შერეფ მალკოჩს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში თანამშრომლობას შეეხო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. რიჟვაძის თქმით, თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება ვაჭრობის, ეკონომიკის, განათლების, კულტურის, ჯანდაცვის სფეროებში. მთავრობის თავმჯდომარემ თურქეთის რესპუბლიკას მადლობა გადაუხადა ყველა პლატფორმაზე საქართველოს ურყევი მხარდაჭერისათვის. "შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ ყველა იმ უფლებრივ საკითხზე, რაც საქართველოსა და თურქეთში მცხოვრები ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას თურქეთის სახალხო დამცველის მოადგილე ჯალილე ოზლემ თუნჩაქი და თურქეთის რესპუბლიკის კონსული ბათუმში რიზა ქააღან ილმაზი ესწრებოდნენ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა თინათინ ზოიძემ",- აღნიშნულია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)