14:55 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-10 19:15:49, 1013 ნახვა

პოლიტიკა
არძინბა - საფუძველს ვუყრით მომავალ აღიარებას, უახლოეს მომავალში მინსკში ვიზიტს ვგეგმავთ

ჩვენ საფუძველს ვუყრით მომავალ აღიარებას, - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ ბელარუსთან ურთიერთობების შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც რუსეთის პირველი არხის ეთერში, არძინბამ თქვა, უახლოეს მომავალში "აფხაზური დელეგაცია" მინსკში ჩავა.

"უახლოეს მომავალში იგეგმება ფართო დელეგაციის ვიზიტი მინსკში. მეც მივიღებ მასში მონაწილეობას", - განაცხადა არძინბამ.

შეგახსენებთ, ბელარუსს აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" ოფიციალურად არ აქვს აღიარებული, თუმცა, გასული წლის სექტემბერში ალექსანდრ ლუკაშენკო ბიჭვინთაში იმყოფებოდა, სადაც  ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თურქეთი F-35-ებს მიიღებს
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics