14:27 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-09 22:21:41, 616 ნახვა

მსოფლიო
„ჰამასი“ - ღაზაში თავდასხმების საპასუხოდ მძევლების სიკვდილით დასჯა დაიწყება

"ჰამასის" სამხედრო სპიკერი აბუ ობეიდა იმუქრება, რომ თუ ისრაელი ღაზის სექტორში მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშებს გაფრთხილების გარეშე მიიტანს, აყვანილ მძევლებს დახოცავენ.

აბუ ობაიდა ირწმუნება, რომ ისინი ისლამის მცნებების შესაბამისად, კარგად ეპყრობიან მძევლებს და მუქარას ისრაელის გახშირებული გაუფრთხილებელი დარტყმებით ხსნის.

„ამ წუთიდან ჩვენი ხალხისთვის ნებისმიერ დამიზნებას მოჰყვება მძევლების სიკვდილით დასჯა, რომელიც გადაიცემა ვიდეო და აუდიო საშუალებით. ჩვენ ვწუხვართ ამ გადაწყვეტილების გამო, მაგრამ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ისრაელს და მათ ხელმძღვანელობას“, - განაცხადა „ჰამასის“ სპიკერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics