|
2023-10-09 16:30:08, 1025 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - სავარაუდოდ მხოლოდ მცირედით ნაკლები შერბილების საბაზო სცენარი
საქართველოს მაკროეკონომიკური დინამიკის მხრივ, აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში გამოქვეყნებული სექტემბრის ინფლაციის მაჩვენებლები ჩვენს მოლოდინებთან დიდწილად შესაბამისი იყო. პროგნოზის კუთხით, საყურადღებოა ბოლო პერიოდში ნავთობის ფასების უკვე დაღმავალი ტენდენცია, თუმცა, ისრაელში განვითარებული მოვლენები ნავთობის ფასების ზრდის ფაქტორია. სავალუტო შემოდინებების კუთხით, ისრაელი საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, თუმცა ხვედრითი წილი უფრო ზომიერია. კერძოდ, ბოლო დაახლოებით ერთი წლის მონაცემებით, წილი ტურიზმში, მიგრაციის ეფექტის ჩათვლით, 6.5%-ს, გზავნილებში კი 5.4%-ს შეადგენს. საქონლის ექსპორტში, იმპორტსა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ანალოგიური მაჩვენებლები მხოლოდ 0.5%-ის ფარგლებშია. მთლიანობაში, „თიბისი კაპიტალის“ ინარჩუნებს შეფასებას სავალუტო შემოდინებების უფრო ნორმალიზების, ვიდრე გაუარესების კუთხით. ასევე საყურადღებოა, რომ 2 ოქტომბრის მდგომარეობით, დეპოზიტების ვალუტების მიხედვით ყოველდღიურ დინამიკაში, რაც ხშირად ე.წ. სენტიმენტების საკმაოდ მნიშვნელოვანი საზომია, გაუარესება არ იკვეთება და როგორც ეს სებ-ის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გასულ კვირაში აშშ დოლარის გაყიდვის მიმართულებით, თითქმის 50 მილიონიანი ინტერვენცია ერთჯერად გარემოებებს უკავშირდებოდა. ამასთან, ნეგატივია, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ამერიკის 10 წლიან სახაზინო ვალდებულებებზე საპროცენტო განაკვეთი, რომელიც საქართველოს მსგავს ქვეყნებში ინვესტიციების განხორციელების მხრივ მართალია არა ერთადერთი, თუმცა ანგარიშგასაწევი პარამეტრია. ისევე, როგორც საერთაშორისო ბაზრებზე სადღეისოდ არსებული მოლოდინები დოლარის განაკვეთების მაღალ დონეზე შედარებით მცირედით, მაგრამ მაინც უფრო ხანგრძლივი პერიოდით შენარჩუნებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენი საბაზო სცენარი მცირედით დაკორექტირდა. საკუთრივ, „თიბისი კაპიტალის“ აზრით, მიმდინარე წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მიმდინარე 10%-დან 9.5%-მდე შემცირება კვლავ რეალისტურია, თუმცა როგორც ჩანს, ახლა უკვე უფრო ნაკლებად შემცირების გარკვეულწილად მეტი ალბათობით. მომდევნო წელს კი, „თიბისი კაპიტალის“ საპროგნოზო ჩარჩოს მიხედვით, 8%-იანი საბაზო სცენარი 0.25 პროცენტული პუნქტით იზრდება და 8.25%-ს შეადგენს. გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)