07:50 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-07 12:39:16, 783 ნახვა

საზოგადოება
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან თავდაცვის კოდექსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ მუნიციპალიტეტების სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურების ხელმძღვანელებისთვის თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართელოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მოწვეულ სტუმრებს სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებები გააცნო.

"მან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრა, რომლის თანახმად, 2025 წლის პირველი იანვრიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამინისტროს სისტემაში. პრეზენტაციას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ - მაიორი ჯონი ტატუნაშვილიც ესწრებოდა.

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე თავდაცვის კოდექსი მესამე მოსმენით მიიღო. თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული თავდაცვის კოდექსი ქართული ჯარის გაძლიერებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისთვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტების სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურების თანამშრომლებისთვისაც ჩატარდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics