|
2023-10-05 13:50:19, 1326 ნახვა
რეგიონი
ქედის მერის პირველმა მოადგილემ პედაგოგ ესმა ბერიძეს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა
ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ იმედა ვასაძემ, განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსთან, ეკატერინე ქაჯაიასთან ერთად, მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხანდაზმული პედაგოგი ესმა ბერიძე მოინახულა, პროფესიული დღე მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს. "ესმა ბერიძე 1930 წელს სოფელ ზესოფელში დაიბადა. ჰყავს 5 შვილი, 9 შვილიშვილი და 11 შვილთაშვილი. ამჟამად ქალბატონი ესმა, პენსიონერია. ესმა ბერიძემ ზესოფლის დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ 1944 წელს დაამთავრა ქედის საშუალო სკოლა და მუშაობა დაიწყო ძენწმანის დაწყებით სკოლაში მასწავლებლად. მიღებული აქვს მრავალი ქების სიგელი, ჯილდო. აქვს სკოლასა და ბაღში მუშაობის 54-წლიანი გამოცდილება. სოფელს არაერთი წარმატებული თაობა აღუზარდა. ქედის რესურსცენტრმა როგორც წარმატებულ პედაგოგს, ქების სიგელი გადასცა",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)