|
2023-10-05 10:57:47, 1330 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ბრძოლას განვაგრძობთ და არ ვაპირებთ დანებებას - დღეს რუსეთი სუსტია
ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას და არ ვაპირებთ დანებებას, დღეს რუსეთი სუსტია, ისეთი არ არის, როგორიც იყო ომის დასაწყისში,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, აშშ-ის, როგორც "დემოკრატების", ასევე "რესპუბლიკების" უმეტესი ნაწილი მხარს უკრაინას უჭერს. "ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას და არ ვაპირებთ დანებებას, დღეს რუსეთი სუსტია, ისეთი არ არის, როგორიც იყო ომის დასაწყისში. მათ ძალის მოკრების საშუალება არ უნდა მივცეთ. პაუზა დახმარებაში და კონფლიქტის ხელახლა გაყინვა რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. მინდა ჩვენმა მხარდამჭერებმა სხვა ქვეყნებში არ დაკარგონ საკუთარი ქვეყნის ლიდერების რწმენა. რაც შეეხება აშშ-ს, როგორც "დემოკრატების", ისე "რესპუბლიკელების" უმეტესობა მხარს უკრაინას უჭერს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მხარდაჭერას აუცილებლად შევინარჩუნებთ. ყველაზე მთავარია, რომ ისინი (პარტნიორები) ჩვენსავით მედგრად დადგნენ. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვუძლებთ და საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ",- განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)