18:33 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-04 14:37:32, 795 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ჟურნალისტ მარინა ოვსიანიკოვას 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ რუსეთის „პირველი არხის“ ყოფილ რედაქტორს, მარინა ოვსიანიკოვას დაუსწრებლად 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, ოვსიანიკოვა რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების მუხლით დამნაშავედ ცნეს.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურა ყოფილი ტელეწამყვანისთვის თავისუფლების აღკვეთას 9,5 წლით ითხოვდა.

ცნობისთვის, 2022 წლის 15 ივლისს ოვსიანიკოვამ კრემლის მახლობლად ომის საწინააღმდეგო პიკეტი გამართა. მის პოსტერზე ეწერა: „პუტინი მკვლელია. მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. 352 ბავშვი დაიღუპა. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, სანამ გაჩერდები?”

მანამდე, მარტის შუა რიცხვებში, ოვსიანიკოვამ ასევე გამართა საპროტესტო აქცია „პირველი არხის“ პირდაპირ ეთერში, რომლის დროსაც, უკრაინის ომის საწინააღმდეგო პლაკატით წამყვანის, ეკატერინა ანდრეევას უკან დადგა, რის შემდეგაც ადმინისტრაციული ჯარიმა მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics