|
2023-10-02 09:20:50, 1496 ნახვა
რეგიონი
ქედაში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს
1-ელი ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა. ღონისძიება ქედაში მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, მერის მოადგილე მამუკა ფარტენაძემ, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსთან ეკატერინე ქაჯაიასთან, მერის წარმომადგენელთან დაბა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნაზიმ ჩხეიძესთან ერთად, 88 წლის გურამ ჩიკვაიძე მოინახულა, ხანდაზმულთა დღე მიულოცა, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა. "88 წლის გურამ ჩიკვაიძეს 5 შვილი, 14 შვილიშვილი და 16 შვილთაშვილი ჰყავს. თარიღთან დაკავშირებით, ასევე ქედაში, ხანდაზმულთა კლუბის "ღირსეული სიბერე" შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თამჯდომარე ამირან ცინცაძე, მერის მოადგილე მამუკა ფარტენაძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია, მერის წარმომადგენელი დაბა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში ნაზიმ ჩხეიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, წითელი ჯვრის მოხალისეები და ხანდაზმულთა კლუბის წევრები ესწრებოდნენ, რომლებმაც ხანდაზმულებს დღევანდელი დღე მიულოცეს და ჯანმრთელობა უსურვეს. აღსანიშნავია, რომ განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, ხანდაზმულებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)