|
2023-09-30 14:11:17, 1947 ნახვა
სამხედრო
ვაზიანის მე-4 ბრიგადაში მზის ენერგიის პანელების მოწყობა დასრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში სამხედრო ბაზებზე ევროსტანდარტების ფოტოვოლტური ელექტროსადგურების მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვაზიანში მდებარე მე-4 ქვეითი ბრიგადის სრულად რეაბილიტაციისა და მოდერნიზების შემდეგ, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მზის ენერგიის პანელები დამონტაჟდა. ფოტოვოლტური ელექტროსადგური თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. "3 500 მ2 დამონტაჟებული პანელები, დაახლოებით, 500 კვ.ტ ენერგიას გამოიმუშავებს. საქართველოს თავდაცვის უწყებამ ფოტოვოლტური ელექტროსადგურის (მზის პანელები) პროექტის განსახორციელებლად გრანტი ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსგან მიიღო. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 680 000 ევროა, რომლის 25%-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფარავს, მათ შორისაა სამინისტროს მხრიდან პროექტირება, მონტაჟი, რომელიც სსსტც “დელტამ“ შეასრულა, აუდიტორიული კვლევის ჩატარება და საზოგადოების ინფორმირება. დარჩენილი თანხა კი, სააქციო საზოგადოებამ „ვიასოლის ენერგია“ გაიღო. პროექტი საკუთარი ელექტროენერგიის გამომუშავებას ითვალისწინებს, რაც საკმაოდ დაზოგავს უწყების ბიუჯეტის თანხებს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ფოტოვოლტური ელექტროსადგურების მოწყობა თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებშიც იგეგმება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)