18:33 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-29 10:50:19, 728 ნახვა

მსოფლიო
Politico - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის გამოყოფა დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის გამოყოფა დაამტკიცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

Politico-ს ცნობით, აღნიშნული თანხა განცალკევებულია აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტიდან და დახმარების გამოყოფა ცალკე განიხილებოდა.

"რუსებს კარგად ეხერხებათ პროპაგანდა. წარმოაჩენენ ისე, თითქოს აშშ უარს ამბობს უკრაინის მიმართ თავის ვალდებულებების შესრულებაზე",- განაცხადა წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრმა, ადამ სმიტმა.

გამოცემის ცნობითვე, აშშ-ის სენატი მოკლევადიანი ბიუჯეტის რეზოლუციის ალტერნატიულ პროექტზეც შეთანხმდა, რომელიც უკრაინისთვის 6,1 მილიარდი დოლარის გამოყოფას მოიცავს, რომლიდანაც 4,5 მილიარდი თავდაცვის ხარჯებს, ხოლო 1.6 ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას მოხმარდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics