19:57 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-28 22:25:12, 688 ნახვა

მსოფლიო
ვარჰეი - რამდენიმე კვირაში გაფართოებაზე ახალ ხედვას და პაკეტს წარვადგენთ

ევროკომისია უახლოეს პერიოდში ევროკავშირს შესთავაზებს, რომ მეტი ფული გამოყოს ქვეყნებისთვის, რომელთაც წევრობა სურთ და ერთიან ბაზარზე წვდომა შესთავაზოს, რათა წევრობისთვის მზადება დააჩქარონ, - ამის შესახებ ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

ვარჰეის თქმით, ევროკავშირი შეეცდება დაეხმაროს კანდიდატებს უფრო სწრაფად მოემზადონ წევრობისთვის დასავლეთ ბალკანეთის ზრდის გეგმის მეშვეობით, რათა შემცირდეს "ეკონომიკური და სოციალური სხვაობა" ამ ქვეყნებსა და ევროკავშირის დანარჩენ ნაწილს შორის.

"რამდენიმე კვირაში ნახავთ, როგორ წარვადგენთ გაფართოებაზე ახალ ხედვას და პაკეტს, რომელიც ახლა მოიცავს ათ კანდიდატ ქვეყანას ან ქვეყნებს ევროპული პერსპექტივით

ეს სასარგებლო იქნება როგორც ევროკავშირის, ასევე კანდიდატი ქვეყნებისთვის", - განაცხადა ვარჰეიმ.

ცნობისთვის, ამჟამად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 8 ქვეყანას აქვს - ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა. ამასთან, ორი ქვეყანა - საქართველო და კოსოვო - პოტენციურად კანდიდატი ქვეყნები არიან





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics