|
2023-09-28 16:16:52, 797 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება, აუხსნელია ჩემთვის - რანაირი ოლიგარქია?
ოთარ ფარცხალაძე, 10 წელზე მეტია, აღარ არის საჯარო მოხელე. გაუგებარია და მინდა გაკვირვება გამოვხატო, ზოგადად, რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება, აუხსნელია ჩემთვის",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, საქართველოს სახელმწიფო სამსახურებისთვის არ არის ცნობილი არც ერთი ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებულმა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ რამე ქმედება ჩაიდინა. "ძალიან მგრძნობიარე საკითხია. ერთი რამ მინდა გითხრათ - ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, ის ჩემს თვალში არის მოღალატე - მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნება. ის არის გამყიდველი და მოღალატე ადამიანი. ჩემთვის და სახელმწიფო სამსახურებისთვის არ არის ცნობილი არც ერთი ფაქტი, რომ ფარცხალაძემ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ რამე ქმედება ჩაიდინა. ფარცხალაძე არის ბიზნესმენი. ჩემთვის სასაცილოა, ნამდვილი ჯაშუშების კომენტარების მოსმენა... ფარცხალაძეს არ სჭირდება ჩემი ადვოკატობა, მაგრამ ჩემს პოზიციას ვაფიქსირებ. აუცილებელია, რომ ბრმად გადაწყვეტილება არ მივიღოთ. არასდროს არ მოუმართავს ფარცხალაძის შესახებ ამერიკის შეერთბული შტატების არცერთ სამსახურს. მათ რომ გადაემოწმებინათ ფარცხალაძის საქმიანობა რუსეთში, ჩვენ ვიცოდით, რომ მას ბიზნესსაქმიანობა ჰქონდა, მაგრამ ისიც ვიცოდით, რომ ფარცხალაძე ოლიგარქი არ არის და გავლენა არ აქვს საზოგადოებაზე, მგონი ეს დასამალი არაა, ეს ყველამ იცის. როგორ არის ფარცხალაძე ოლიგარქი?! რანაირი ოლიგარქია? კაცი წასულია ხელისუფლებიდან 10 წელზე მეტია. აკეთებს ბიზნესს, ეს მისი არჩევანია - რატომ აიღო პასპორტი, ეს ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია",- თქვა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)