17:54 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-27 13:14:28, 1233 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი, სამშვიდობო პოლიტიკით დავიბრუნებთ ერთმანეთს და დავბრუნდებით აფხაზეთში

დარწმუნებული ვარ, რომ  ერთიანი, სამშვიდობო პოლიტიკით დავიბრუნებთ ერთმანეთს და დავბრუნდებით აფხაზეთში,- ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

 აჭარის მთავრობის ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

„დღევანდელი დღე, საქართველოს უახლეს ისტორიაში არის უმძიმესი დღე და ჩვენ კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, პატივს მივაგებთ ამ უთანასწორო ომში დაღუპულ გმირ ჯარისკაცებს. ასევე, სრულ თანადგომას ვუცხადებთ დევნილ ოჯახებს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთიანი, სამშვიდობო პოლიტიკით დავიბრუნებთ ერთმანეთს და დავბრუნდებით აფხაზეთში“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics