19:57 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-26 19:34:17, 674 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი - თურქეთი მხარს დაუჭერს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას, თუ აშშ F-16-თან დაკავშირებით დაპირებას შეასრულებს

თურქეთი მხარს დაუჭერს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას, თუ აშშ F-16-თან დაკავშირებით დაპირებას შეასრულებს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ერდოღანის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გასულ კვირას ნიუ-იორკში შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხი განიხილეს.

"თუ ისინი [აშშ] შეასრულებენ დანაპირებს, ჩვენი პარლამენტიც შეასრულებს საკუთარ დაპირებას. თურქეთის პარლამენტი იტყვის საბოლოო სიტყვას შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics