17:53 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-22 13:46:37, 1076 ნახვა

რეგიონი
ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მე-6 საერთაშორისო კონფერენცია „ჯეოანესთეზია 2023“ გაიხსნა

რიგით მექვსე საერთაშორისო კონფერენცია "ჯეოანესთეზია-2023" დღეს სასტუმრო Qourtyard by Marriott -ში გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გახსნის ცერემონიას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი ესწრებოდა, რომელმაც დელეგატებს სიტყვით მიმართა და წარმატებული შეხვედრები უსურვა.

"ორი დღის განმავლობაში, გარდა ქართველი მომხსენებლებისა, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სპიკერები ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. კონგრესი აერთიანებს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებს, ტოქსიკოლოგებსა და გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტებს.

გაიმართება სამუშაო შეხვედრები რეგიონალურ ანესთეზიასა და მძიმე სასუნთქი გზების მენეჯმენტში, ცალკე სექციაა გამოყოფილი ექთნებისთვისაც.  ასევე,  იქნება სადისკუსიო პანელი, სადაც გამოტანილი იქნება აქტუალური საკითხები.

კონფერენციას აქვს პერმანენტული სახე და ის ტარდება საქართველოს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა კავშირის, აჭარის მთავრობის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის სკოლის, გადაუდებელი მედიცინის ექიმთა და კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაციების, ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მხარდაჭერით.

"ჯეოანესთეზია-2023" აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ და უფლებამოსილია, გასცეს კრედიტ ქულები",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics