06:55 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-22 13:04:50, 1085 ნახვა

ეკონომიკა
დავითაშვილის თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მე-2 ეტაპზე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი და შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია გადავიდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებული კონკურსის მე-ეტაპზე 2 კომპანია გადავიდა. 

როგორც დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ, აღნიშნა, მეორე ეტაპზე - შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი გადავიდა.

"ჩვენ მივიღეთ 4 განაცხადი 4 პრეტენდენტისგან და ჩავთვალეთ, რომ გარკვეული ხარვეზები არსებობდა. ამიტომ, ჩვენ კომპანიებს მივეცით ერთი თვე, რა ვადაშიც წარმოგვიდგინეს კონკრეტული დოკუმენტები. ჩვენ დაგვჭირდა დამატებით ერთი თვე იმისთვის, რომ საბოლოოდ შეგვეფასებინა...

საბოლოოდ, საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია პროცესის სწორად წარმართვისთვის და სწორი შედეგის მიღებისთვის, დააკმაყოფილა ორმა ჯგუფმა. ეს არის ერთი შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია, რომელიც გადავიდა მეორე ეტაპზე. მეორე არის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, ესეც არის მსოფლიოში აღიარებული წამყვანი კომპანიათა ჯგუფი. რაც შეეხება ორ სხვა პრეტენდენტს, მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ იყო შესაბამისობაში ჩვენი კონკურსის პირობებთან და შესაბამისად, ისინი შემდეგ ეტაპზე, რასაც ჰქვია წინადადებების წარმოდგენილ ეტაპი, ვერ გადავიდნენ",- თქვა დავითაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics