|
2023-09-21 14:41:34, 1048 ნახვა
რეგიონი
როლანდ ბერიძემ სოფელ ჩეტკიძეებში ხიდის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა
დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ჩეტკიძეებში ხიდის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ქედის მერიის ცნობით, სამუშაოები ითვალისწინებს რკინა-ბეტონის 4 მ სიგრძის სწორკუთხა მილის მოწყობას. ასევე, მოეწყობა ბეტონის სარეგულაციო კედლები, ბეტონის საფარი და მოაჯირები. ბიუჯეტი 116 637 ლარი. „ოქტომბრის დასასრულს სოფელი ჩეტკიძეების 25 ოჯახი კეთილმოწყობილი ხიდით ისარგებლებს. მიმდინარე წელს სოფელ ნამონასტრევში არსებული ხის ხიდის რეაბილიტაცია განხორციელდება. მოეწყობა სწორკუთხა მილი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რკინის კონსტრუქციას, მოაჯირს და სავალ ნაწილს. აღნიშნული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 32 140 ლარია გამოყოფილი“,- აღნიშნულია ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)