04:06 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-21 09:25:38, 1110 ნახვა

სამართალი
ნიდერლანდების პროკურატურა - უტრეხტში, საქართველოს მოქალაქე ქართველის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

ნიდერლანდებში, საქართველოს მოქალაქე ასევე საქართველოს მოქალაქის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, ინციდენტი ქალაქ უტრეხტში, 19 სექტემბერს, საღამოს საათებში მოხდა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეჭვმიტანილმა თანამოქალაქეს, 32 წლის მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდების პოლიცია 28 წლის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს და მის ვინაობასაც ასაჯაროებს.

„ამჟამად, თორნიკე მანველიძის ადგილსამყოფელი უცნობია. სწორედ ამიტომ, ვაქვეყნებთ მის ფოტოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics