|
2023-09-20 16:24:19, 1079 ნახვა
რეგიონი
სოფელ ზემო ხანდაკში მუსიკალური სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი და მისი მოადგილეები გაეცნენ
სოფელ ზემო ხანდაკში მუსიკალური სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მერის მოადგილეები ადგილზე გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, პროექტი ითვალისწინებს მეტალოპლასმასის კარ-ფანჯრების, ელექტრო გაყვანილობის სისტემის, მაღალხარისხიანი ლამინირებული იატაკის, ოთახების ჭერის თაბაშირ-მუყაოს ფილებით მოწყობასა და შენობის შიდა და გარე ფასადის შეღებვას. "შენობაში უკვე შეიცვალა კარ - ფანჯრები, ამჟამად კი კედლების ლესვითი და ჭერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს მშენებელი 2013“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 58 386 ლარია და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუსიკო სკოლაში, გარდა მუსიკისა, ბავშვები სახვით ხელოვნებასაც სწავლობენ. წლებია სკოლას რეაბილიტაცია არ ჩასტარებია, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ბავშვები და პედაგოგები განახლებულ შენობაში გააგრძელებენ სასწავლო პროცესს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)