|
2023-09-18 10:49:24, 1504 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - პუტინს მოსვენება არ უნდა მივცეთ
ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიის რაც შეიძლება დიდი ნაწილი და წინ უნდა წავიწიოთ, თუნდაც ეს იყოს (ნახევარ მილზე) ან (ასი) მეტრზე ნაკლები, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ - პუტინს მოსვენება არ უნდა მივცეთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS-ის გადაცემაში "60 წუთი" განაცხადა. როგორც უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, კონტრშეტევაში პროგრესი ნელია, თუმცა მთავარია, რომ ქვეყანამ რუსეთის შეტევა შეაჩერა და კონტრშეტევაზე გადავიდა. "ჩვენ ვიცავთ მთელი მსოფლიოს ღირებულებებს. უკრაინელი ხალხი ამაში იხდის უმაღლეს ფასს. ჩვენ ნამდვილად ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენ ვკვდებით. ჩვენ არ ვართ ფიქცია, ჩვენ არ ვართ წიგნი. ჩვენ ვიბრძვით რეალურად ბირთვულ სახელმწიფოსთან, რომელიც მსოფლიოს განადგურებით ემუქრება. მსოფლიომ უნდა გადაწყვიტოს, გვინდა თუ არა პუტინის შეჩერება, თუ გვინდა მსოფლიო ომის დაწყება. ჩვენ ვერ შევცვლით პუტინს. რუსულმა საზოგადოებამ დაკარგა მსოფლიოს პატივისცემა. მათ აირჩიეს ის [პუტინი], ხელახლა აირჩიეს და აღზარდეს მეორე ჰიტლერი. ჩვენ არ შეგვიძლია დროის უკან დაბრუნება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, ეს შევაჩეროთ... თუ უკრაინა დაეცა, რა მოხდება ათ წელიწადში? უბრალოდ დაფიქრდით. თუ [რუსები] პოლონეთს მიაღწევენ, რა იქნება შემდეგ? მესამე მსოფლიო ომი?"- განაცხადა ზელენსკიმ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)