|
2023-09-17 22:20:04, 1771 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინელებმა ბახმუტის მიმართულებით სოფელი კლეშჩეევკა გაათავისუფლეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულებით სოფელი კლეშჩეევკა გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, დეოკუპირებულ დასახლებაში სტაბილიზაციის ღონისძიებები გრძელდება, ადგილზე განლაგებულია უკრაინული ძალები. კლეშეევკას დასახლების გათავისუფლებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს და უკრაინელ დამცველებს მადლობას უხდის. ''დღეს მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც იცავთ ჩვენი სახელმწიფოს ცას. ჩვენი საჰაერო ძალების პილოტებს და ინჟინრებს, მობილური სახანძრო ჯგუფების მეომრებს. გმადლობთ, რომ მუდმივად ზრდით ჩამოგდებული რუსული რაკეტების და უპილოტო თვითმფრინავების რაოდენობას და შესაბამისად, ჩვენი ხალხის და გადარჩენილი ინფრასტრუქტურის რაოდენობას. გმადლობთ, მეომრებო! მადლობა ყველას, ვინც ახლა ფრონტის ხაზზეა. თითოეულ ბრიგადას. კუპიანსკიდან- ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპირომდე, ბახმუტის მიმართულებიდან - ყველა უკრაინულ პოზიციამდე, ნულოვანი წერტილიდან - ჩვენი ქვეყნის სამხრეთამდე. მადლობას ვუხდი ბიჭებს სიძლიერისთვის! დღეს განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ჯარისკაცები, რომლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ ბრუნდებიან უკრაინაში ბახმუტის ტერიტორიაზე. უკრაინის საჰაერო ძალების მე-80-ე ბრიგადა, მე-5 ცალკეული თავდასხმის ბრიგადა, ეროვნული პოლიციის დიდებული 95-ე და გაერთიანებული თავდასხმის ბრიგადა "ლიუტი". კლეშეევკა! ყოჩაღ ბიჭებო! '' - ამბობს ზელენსკი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)