00:10 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-15 15:50:18, 993 ნახვა

მსოფლიო
პუტინი - რუსეთი საფრთხეს არავის უქმნის

რუსეთი საფრთხეს არავის უქმნის,- "რია ნოვოსტის" ცნობით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

პუტინის თქმით, "ყველაზე დიდი საფრთხე დღეს მსოფლიოში მმართველი ელიტის მიერ არის შექმნილი".

"ჩვენ არავის ვუქმნით საფრთხეს. ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც დღეს მსოფლიოში იქმნება, დღევანდელი მმართველი ელიტის მიერ არის შექმნილი და სხვათაშორის, თავად საუბრობენ ამაზე. რამდენიმე წლის წინ, თავდაცვის ყოფილმა მდივანმა, ბატონმა გეითსმა თქვა, რომ ყველაზე დიდი საფრთხე თავად შეერთებული შტატებისგან მოდის, იმ ტერიტორიიდან, სადაც კაპიტოლიუმი თუ თეთრი სახლი მდებარეობს. ისინი თავად საუბრობენ ამაზე და საფრთხეს გარეთ ეძებენ",- თქვა პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics