|
2023-09-15 14:20:35, 1102 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთის მე-5 ახლადრეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სრულად რეაბილიტირებული მე-5 საჯარო სკოლიდან მიულოცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. რიჟვაძის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს ღირსეული პირობები, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს შესაძლებლობა მაქსიმუმი გააკეთოს, რომ აღზარდოს განათლებული მომავალი თაობა. „გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მიხარია, რომ ახალ გარემონტებულ და რეაბილიტირებულ სკოლაში გააგრძელებთ ცოდნის მიღებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მუნიციპალიტეტში იყოს თანაბარი პირობები ცოდნის მისაღებად და ყველაფერი გაკეთდება, რომ სამინისტროს პროგრამები იყოს ორიენტირებული წახალისებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე. დარწმუნებული ვარ აქ მიღებული ცოდნით იამაყებს როგორც თქვენი რაიონი, თქვენი მშობლები და ჩვენი ქვეყან",- განაცხადა რიჟვაძემ. ქობულეთის N5 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განხორციელდა შენობის ფასადის, შიდა სივრცის რეაბილიტაცია. სრულად კეთილმოეწყო სკოლის ტერიტორია. აღსანიშნავია, რომ აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს 90-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია. მხოლოდ 2022-2023 სასწავლო წელს 7 ახალი სკოლა შეემატა აჭარას და 25 000 მოსწავლისთვის გაუმჯობესდა სასწავლო გარემო.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)