|
2023-09-14 14:46:21, 1429 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვა - პროგრამა „უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ დუმბაძეების ოჯახისთვის შედეგიანი აღმოჩნდა - დაბა ჩაქვში ტყუპი ქალ-ვაჟი დაიბადა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამა „უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“, ამჯერად ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში მცხოვრები დუმბაძეების ოჯახისთვის აღმოჩნდა შედეგიანი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, დაოჯახებიდან 13 წლის თავზე ირინე ბალაძე და გოჩა დუმბაძე მშობლები გახდნენ, მათ ტყუპი ქალ-ვაჟი, გვანცა და დაჩი შეეძინათ. „დუმბაძეების ოჯახი სამინისტროს კიდევ ერთი პროგრამით „ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება“ ისარგებლებს. პროგრამის ფარგლებში ტყუპისცალზე გაიცემა 1 000 ლარი. „უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ პროგრამის ფარგლებში ჯამში 9 ბავშვი დაიბადა, 14 ოჯახი ახალშობილის მოლოდინშია. სამინისტრომ, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით პროგრამა გასულ წელს დანერგა და წელსაც წარმატებით გრძელდება. პროგრამაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლის აგვისტოდან გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. პროგრამის მიზანია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გზით, უშვილო წყვილებისათვის სამედიცინო სერვისების დაფინანსება, აღნიშნულ სერვისზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და დემოგრაფიული მაჩვენებლის გაუმჯობესების ხელშეწყობა. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3NgyOMC“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)