00:08 - 28 Jun, 2026
|
2023-09-14 11:39:07, 922 ნახვა
მსოფლიო
ლიბიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 6 000-ს გადააჭარბა
ლიბიაში ქარიშხლის, ძლიერი შტორმისა და კაშხლების ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 6 000-ს გადააჭარბა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ქვეყნის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედია იტყობინება, ამ დროისთვის 10 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიურმა უბედურებამ ყველაზე მეტად დააზარალა საპორტო ქალაქი დერნა, სადაც გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ცნობით, 30 000-ზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია. როგორც CNN იუწყება, რეგიონში ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანმა დაზიანებამ ზოგიერთი დაზარალებული ადგილი ჰუმანიტარული ჯგუფებისთვის მიუწვდომელი გახადა. სამაშველო სამსახურები ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)